საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივარ ვარჰეის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვარჰეისთან "ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილა".
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან, მოუთმენლად ველით გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით", - დაწერა ღარიბაშვილმა.
Fruitful meeting with @OliverVarhelyi, discussed 's progress towards integration. is strengthening ties with the , eagerly awaiting the decision on our candidacy! pic.twitter.com/43wmdcL9Qg
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.