
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნა.
ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს.
გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენივანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 28 სექტემბერს დატოვა.
გიორგი ამილახვარი ქართული ოცნებიდან X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2023 წლის 20 მარტიდან იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.