გახარია: სამოქალაქო პროტესტში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას

რა თქმა უნდა, ჩვენ იმ სამოქალაქო პროტესტში, რომელიც აუცილებელია, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა არაფერი, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, ჩვენ ამაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებთ იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება.

ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან ისეთი ბმა გვაქვს, რასაც ვერავინ და ვერაფერი გაწყვეტს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება.

თქვა ფორმულას გადაცემა დროებაში პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ. საპროტესტო აქცია ხვალ, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.