"გაიღვიძე ევროკავშირში" - სტუდენტური მოძრაობის წევრები ხვალ 9 აპრილის ბაღში შეიკრიბებიან

"გაიღვიძე ევროკავშირში" - სტუდენტური მოძრაობის წევრები ხვალ 9 აპრილის ბაღში შეიკრიბებიან

"გაიღვიძე ევროკავშირში" - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების პარალელურად, სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრები ხვალ, 19:00 საათზე 9 აპრილის ბაღში შეიკრიბებიან.

"15 დეკემბერს, 19:00 საათიდან ვიკრიბებით 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდროვის) ბაღში, ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერთად შევხვდეთ და ვიზეიმოთ ქართველი ხალხის მონაპოვარი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება.

ღონისძიების ფარგლებში, პირდაპირ ეთერში მივადევნებთ თვალს გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს, დიდ ეკრანზე.

ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო კონცერტი", - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს სამიტზე გახდება ცნობილი მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.