გაიაშვილი ჟურნალისტს: რა ფაშისტური ხოდები გაქვთ, ვერ გავიგე?!

მოიცა, რა. მარკეტინგული ხოდია. რატომ არ შევთავაზებ? მე მინდა კლიენტი. თბილისიდან პარიზში თუ წავა, დიდი მადლობელი. ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, სადაც უნდა და როცა უნდა, იქ გაფრინდეს, რა ფაშისტური ხოდები გაქვთ, ვერ გავიგე?!

უთხრა ფორმულას ჟურნალისტს Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა. რუსულმა გამოცემა RTVI-იმ დღეს დაწერა, რომ ავიაკომპანია რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს.