გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლერევლი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
კლევერლიმ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ბორდერიზაცია/გატაცებების შესახებ ინფორმაცია ოძისში მიიღო. მასთან ერთად ადგილზე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან ერთ-ერთ სკოლას ეწვია.
მოლდოვის შემდეგ ჯეიმს კლევერლი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში კლევერლი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვდა.