გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო შევიდა. მათი ინფორმაციით, შაბათს ღაზამ მიიღო საკვები, წყალი და პირველადი სამედიცინო დახმარება.
24 ნოემბერს ისრაელმა გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის არიან ქალები და არასრულწლოვნები. გათავისუფლებული პატიმრები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ოფერის ციდიდან ორი ავტობუსით გამოიყვანეს.
შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ 24 მძევალი გაათავისუფლა. მათგან 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია. სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა, როგორი შეძახილებითა და სიხარული ხვდებოდნენ ისრაელში წითელი ჯვრის მანქანებს, რომლებშიც მძევლები ისხდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კარგ მდგომარეობაში არიან.