გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუცია, ასევე, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას გულისხმობს.
რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. მას 153 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა. 23-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორისაა საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, უნგრეთი და ბულგარეთი და იტალია.
დოკუმენტში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული გენერალური ასამბლეის მოთხოვნა, ყველა მხარემ შეასრულოს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის "მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული" ვალდებულებები.
BREAKING: UN General Assembly ADOPTS resolution demanding immediate humanitarian ceasefire in Gaza, as well as immediate and unconditional release of all hostages
FOR: 153
AGAINST: 10
ABSTAIN: 23
LIVE COVERAGEhttps://t.co/ZqtRtIawGx pic.twitter.com/rAdk8BEmDL