გადაუღებელი წვიმის შედეგად მარტვილსა და წალენჯიხაში გზები და ეზოები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის შედეგად მარტვილსა და წალენჯიხაში გზები და ეზოები დაიტბორა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საუბნო და ცენტრალური გზები, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რამდენიმე საათით შეუწყდა ელ-ენერგიის მიწოდება, თუმცა ამ დროისთვის აბონენტთა დიდ ნაწილს დენის მიწოდება აღუდგა.

ამასთანავე, შექმნილია ზარალის შემსწავლელი შტაბი.