ნაციონალურ მოძრაობაში განშორების პროცესი ყოველდღიურ სახეს იღებს. პოზიციები პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების დონეზე ირკვევა. ბათუმს, ჭიათურასა და ზუგდიდს დღეს ხობი მიჰყვა. ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრები თითქმის სრული შემადგენლობით გამოეყვნენ პარტიას.