გაბიტაშვილი: თავისუფალი ვარ, მადლობა ხალხს მხარდაჭერისთვის - მოუთმენლად ველი დაბრუნებას

გაბიტაშვილი: თავისუფალი ვარ, მადლობა ხალხს მხარდაჭერისთვის - მოუთმენლად ველი დაბრუნებას

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში ქართული ოცნების დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა სოციალურ ქსელში გაბიტაშვილის წერილით გამოაქვეყნა.

"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში მოხდა.

მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია. კითხვებზე პასუხს მოგვიანებით შევძლებ, როცა საქმე დაიხურება", - ნათქვამია გაბიტაშვილის წერილში.

***

13 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილს ქართული ოცნების ორი დეპუტატი, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.