დოკუმენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის საქართველოს საკითხის გადასაწყვეტად. 14-15 დეკემბრისთვის გათვალისწინებული პროექტი მზადაა. ესაა დოკუმენტი, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები იხელმძღვანელებენ. ქართველი ხალხის გულწრფელი სწრაფვა - ამ ფრაზით იწყება ევროპული საბჭოს ტექსტი. ესაა გზავნილი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხის დადებითად გადაწყვეტის დიდი ალბათობა სწორედ ხალხის დამსახურებაა. დოკუმენტის პროექტი რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.