ევროპარლამენტარი: მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია, ეს მხოლოდ დასაწყისია

ევროპარლამენტარი: მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია, ეს მხოლოდ დასაწყისია

ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე ისაბუბრა და შეშფოთება გამოთქვა.

"მე ვიმყოფებოდი საქართველოში და მინდა, ყურადღება მივაპყრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კონკრეტულ საქმეს. ის უკვე 145 დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაშია და მე ნამდვილად მაშფოთებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა, რომ მისი სახელი ჩვენს დღის წესრიგში შევიტანოთ, მის საქმეს ყურადღებით დავაკვირდეთ. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ მის გარშემო მყოფ ყველა ჟურნალისტთან", - თქვა ლენა შილინგმა.

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდა. 16 მაისს ის ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესსაც დაესწრო.