ევროკავშირის ახალმა საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მიიღწია აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიწვია. მან ამ პოსტზე ენტონი ბლინკენი შეცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც ცნობილია, კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი.
"სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შევთავაზე მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში მისთვის სასურველ დროს". - მისწერა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 იანვარს, ბრიუსელში აშშ-თან ურთიერთობის განხილვას აპირებენ.