"ერთად დავიცვათ ევროპული მომავალი" - 15 აპრილის აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდებიან

"ერთად დავიცვათ ევროპული მომავალი" - 15 აპრილის აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 15 აპრილს, ქართული ოცნების მიერ ხელახლად ინიცირებული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

15 აპრილს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დაიწყება, განხილვის პარალელურად კი, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება.

ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობას 11:00 საათზე დაიწყებენ

"15 აპრილს, 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

15 აპრილს იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას და სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიზაციას", - აცხადებენ სტუდენტები.