ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება შემოდგომაზე მოხდება

ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება შემოდგომაზე მოხდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება პარლამენტში შემოდგომამდე, ანუ ახალი სესიის გახსნამდე არ მოხდება.

მან ასევე ისაუბრა ქურთი მებრძოლების საკითხზე და თქვა, რომ შვედეთი ტერორიზმის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ თურქეთს რატიფიცირების პროცესამდე მიაწვდის შესაბამის გეგმას.

10 ივლისს თურქეთი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპა გზას გახსნის ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად. ევროპელმა ლიდერებმა ერდოღანის სურვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესია.

მანამდე ერდოღანი შვედეთისთვის საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებდა, რომ მისი თქმით, ისინი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგებიან, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს.