თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში რუსეთს ეწვევა, სადაც რუსულ მხარესთან მარცვლეულის შეთანხმების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა ისაუბრა.
მას არ დაუზუსტებია, შეხვდება თუ არა ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმება ერთი წელი გაგრძელდა და გასულ თვეში დასრულა, მოსკოვის დატოვების შემდეგ. თურქეთი ახლა ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ეს შეთანხმება ოდესის საზღვაო პორტებიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის გატანას ითვალისწინებდა.
მას შემდეგ, რაც შეთანხმება ჩაიშალა, რუსეთმა უკრაინის პორტები დაბომბა.
მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ რუსეთს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საკვები და სასუქი მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს. დასავლური ქვეყნები კი ამბობენ, რომ რუსეთს იმ საკვების გაყიდვასთან დაკავშირებით, რასაც ფინანსური სანქციები არ ეხება, პრობლემები არ აქვს.