
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი გამოთქვამს მზაობას, ორგანიზებაა გაუწიოს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ამ კვირაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებების გასამართად და გავარკვევთ, შეგვიძლია თუ არა შევახვედროთ ეს ლიდერები სტამბოლში", - თქვა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა.
სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინულმა მხარემ წამოაყენა წინადადება, რომელიც, ზაფხულის ბოლომდე, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას მოიაზრებდა. გამართვის შემთხვევაში, ამ შეხვედრას ერდოღანი და ტრამპიც დაესწრებიან.