ხმების 89.24%-ის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, თუმცა მეორე ტურის შანსი გაიზარდა - ის 50%-ს ჩამოსცდა. ოპოზიციონერ ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს 44.30% აქვს.
თუ საბოლოო შედეგებით რომელიმე კანდიდატი 50%-ს ვერ გადასცდება, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.