ხველა, ყელის-ტკივილი, ტემპერატურის მატება, - ამ სიმპტომებით კორონავირუსის ომიკრონის შტამი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტების შეფასებით, წინა ზაფხულთან შედარებით ინფიცირების სტატისტიკა გაზრდილია. მომატებულია ყივანა-ხველის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიც. ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რისკ ჯგუფებს: ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს. მსოფლიო მასშტაბით საფრთხედ აღიქმება „მაიმუნის ყვავილიც“, ამ დაავადების აფრიკაში სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.