ნაციონალური მოძრაობა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელზე დავით ოსიყმაშვილზე თავდასხმებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება.
ენმ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა ოცნებამ ღიად და დაუფარავად დააანონსა სიკვდილი და ძალადობა!
"ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა!
ძალა ხალხშია!", - აღნიშნულია ენმ-ის განცხადებაში.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ამასთან, დღეს თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს.