ნაციონალური მოძრაობა პარტიის წევრზე, დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნება ხალხის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე პასუხს აგებს.
"დღეს საღამოს საკუთარ სახლთან, ჯგუფურად და ორგანიზებულად, რუსული მთავრობის ზონდერები თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს. ოცნება პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ. რუსული მთავრობა დამარცხდება, საქართველო არასოდეს გარუსდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს ორი უცნობი პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა
ჩიქოვანის თქმით, შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.