ელისაშვილი იოსელიანზე: რამდენიმე თვეა კომუნიკაცია არ გვქონია, მასზე ლაპარაკი არ მინდა

ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარია, თუმცა მასთან რამდენიმე თვეა კომუნიკაცია არ მქონია, რადგან ბევრი რამ ჩემთვისაც უბრალოდ აუხსნელია. არ მინდა ამაზე ლაპარაკი... არჩევნების გაუქმება იყო, ადამიანებზე ზეწოლა, მილიონი ფაქტია როგორ აიძულებდნენ სოციალურად დაუცველებს ხმის მიცემას, პასპორტების ჩამოართმევა საჯარო უწყებებში - ეს თუ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის არ ვიცი, ეს იყო აღვირახსნილობა. ლევანზე ლაპარაკი არ მინდა.

განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სახალხო დამცველზე, ლევან იოსელიანზე საუბრისას.

***

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველმა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ უნდა ისაუბროს, ვინაიდან მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.