ედმუნდო გონსალესმა დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

ედმუნდო გონსალესმა დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

CNN ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ვენესუელის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა მასზე დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

გუშინ, ვენესუელის ვიცეპრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ გონსალესმა ესპანეთს პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გონსალესი დედაქალაქ კარაკასში, ესპანეთის საელჩოში იმყოფებოდა, როგორც ნებაყოფლობითი ლტოლვილი და ხელისუფლებამ მას ვენესუელის პოლიტიკური სიმშვიდისთვის ქვეყნის დატოვების ნება დართო.

3 სექტემბერს, ვენესუელის სასამართლომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონზალესის დაკავების ორდერი გასცა.

დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გამოსცა, 75 წლის ყოფილ დიპლომატს სასამართლო, საჯარო დოკუმენტების გაყალბებაში, წაქეზებასა და დივერსიაში ედავება.

როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ორდერი მას შემდეგ მოითხოვა, რაც გონსალესი პროკურორების კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში სამჯერ არ გამოცხადდა.