![პოლიციამ თელავში ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/a20dde2c-95d1-4b96-9349-3d54d75fc5fc.jpg)
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა.
ერთ-ერთი Telegram არხი იმ მანქანის ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლითაც, სავარაუდოდ, შაქრო კალაშოვმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტერიტორია დატოვა.
13 მარტს, კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო "მალადოი" ვადაზე ადრე გაათავისუფლა. ის გამოძალვისთვის გაასამართლეს. არსებული ინფორმაციით, კალაშოვმა ვადაზე ადრე გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვა.
შაქრო კალაშოვი ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. 2018 წელს რუსეთში კალაშოვს თითქმის ათი წელი მიუსაჯეს გამოძალვის ორი ეპიზოდისთვის: მოსკოვში რვა მილიონი რუბლის გამოძალვა კაფე Elements-ის მფლობელისგან და 10 მილიონი რუბლის გამოძალვა "ნორდნეფტეგაზის" გენერალური დირექტორისგან.