"ძლიერი ქარი, წვიმა ელჭექით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა" - 25-26 ივნისის პროგნოზი

"ძლიერი ქარი, წვიმა ელჭექით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა" - 25-26 ივნისის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.