ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაბუ დააკავეს

ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაბუ დააკავეს

ქართველი მომღერალი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.

მთავარი არხის ინფორმაციით, კახა აბუაშვილი, სავარაუდოდ, ქალზე ძალადობისთვისაა დაკავებული.