დოუთი: შევამცირეთ ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსთან, განვიხილავთ სხვა შესაძლებლობებს

მე კვლავ ღრმად შეშფოთებული ვარ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მზარდი დევნით. 11 ივლისს, ჩვენი ევროპელი პარტნიორების კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ მივმართე კრიტიკით რეპრესიული კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მშვიდობიან დემონსტრანტებს მიზანში იღებს. ჩვენ უკვე შევამცირეთ ორმხრივი თანამშრომლობა და განვიხილავთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სხვა შესაძლებლობას. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეცვალოს კურსი და ყველა აქტორის მონაწილეობით ჩაერთოს საქართველოს მომავლის განსაზღვრის ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში.

აცხადებს ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი.