დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა.

Reuters-ის თანახმად, პრეზიდენტმა ტარიფები დაუწესა მათ შორის ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა - კანადას (50%), ბრაზილიას (25%), ინდოეთს (25%), ტაივანს (20%) და შვეიცარიას (39%).

Reuters წერს, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებაში 69 სავაჭრო პარტნიორისთვის იმპორტის გადასახადის - 10%-დან 41%-მდე ზრდა არის მითითებული.

ამასთან, პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყველა უცხო ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.