ჩვენ ვხედავთ ორგანიზებულ დანაშაულს. გვყავს ქვეყანა, სადაც სადამსჯელო ჯგუფები ისე დათარეშობენ, პასუხსაც არავინ არ კითხულობს, არ მოსთხოვს. გვყავს პოლიცია, რომელიც ან საერთოდ ვერ რეაგირებს, ან უარეს შემთხვევაში, არ რეაგირებს და პირიქით, თანამონაწილეა.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ეძგვერაძეზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე ადამიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.