დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.