დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება.
"რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება", - განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
უკრაინის პრეზიდენტმა კირ სტარმერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მან უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.