დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, მე ვარ ბედნიერი, იმიტომ, რომ დაიბადა ახალი საქართველო. დაიბადა საქართველო, სადაც ახალგაზრდები, განსაკუთრებით, ის მომავალი თაობა, რომელიც, რა თქმა უნდა, თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმე გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობას და ხელშეწყობას.
თქვა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, სადაც ოცნება რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.