დავით კეზერაშვილმა "ფორმულას" წილი თანადამფუძნებლებს გადასცა

დავით კეზერაშვილმა "ფორმულას" წილი თანადამფუძნებლებს გადასცა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიას "ფორმულას" კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.

შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი "თავისუფლების ფორმულა". 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება.