"დასაჯე მოძალადეები!" - ორშაბათს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია გაიმართება

"დასაჯე მოძალადეები!" - ორშაბათს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია გაიმართება

"დასაჯე მოძალადეები!" - ამ სახელწოდებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია ორშაბათს, 14:00 საათზე გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რომ საჯარო სივრცეში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგნელების მხრიდან ასობით მშვიდობიან მოქალაქეზე განხორციელდა ძალადობა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრობა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთი პირი არ მიუცია პასუხისგებაში.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარი ფუნქცია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, საჯარო სივრცეში, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგნელების მხრიდან ასობით მშვიდობიან მოქალაქეზე განხორციელდა ძალადობა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრობა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთი პირი არ მიუცია პასუხისგებაში"- წერია განცხადებაში.