დანილოვი: რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს

დანილოვი: რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს.

"რუსული საოკუპაციო ძალები ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებენ. ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ. ასეთი ზამთარი მარტივი არ იქნება, რადგან ეს არის ომის ზამთარი", - თქვა დანილოვმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში რუსები კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას შეეცდებიან.

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, რუსული ძალები მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს აგროვებენ, რათა ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განახორციელონ.