დამანგრეველ მიწისძვრას იაპონიაში 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა; თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს. სტიქიის ეპიცენტრში ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ; სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ქვეყნის არმიაც. მსხვერპლი მოჰყვა ავია ინციდენტსაც, როცა ერთმანეთს იაპონიის ავიახაზების ლაინერი და სანაპირო დაცვის თვითმფრინავი შეეჯახნენ. ხელისუფლება მოქალაქეებს ბიძგების გამეორების საშიშროებაზე აფრთხილებს.