"დაღალე რეჟიმი"- 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონია.
"ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ!" -ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.