გუშინ, გვიან ღამით ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა და ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ოჯახის ახლობელია - შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე პოლიცია იყო მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფორმულა მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.