ჩინეთში მიწისძვრას 116 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მიწისძვრას 116 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მიწისძვრას სულ მცირე 116 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მოხდა. დაშავებულია 397 ადამიანი, მათ შორის 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ჩინეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.