ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მან X-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს უარი.

"გამარჯობა ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30-ზე უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს მიუღებელია, ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს", - წერს ის X-ზე.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს.

მოგვიანებით, ჩეხი ჟურნალისტის კოლეგამ Instagram-ზე გამოაქვეყნა სთორი, სადაც ამბობს, რომ რეი ბეისლიმ საუბარში უთხრა, რომ მას ჩამოართვეს პირადი ნივთები და საბუთები. ასევე, ის წერს, რომ ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ, დაახლოებით 20 წამში რეი ბეისლის ტელეფონიც ჩამოართვეს.