ჩეხეთმა ხარებას, სირაძესა და კეზევაძეს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა ხარებას, სირაძესა და კეზევაძეს სანქციები დაუწესა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკმა, დღეს, 29 იანვარს მისი ინიციატივით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა.

"დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშღომელს.

მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ არ გვინდა ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში", - წერს ლიპავსკი.

ჩეხური მედია იმ მაღალჩინოსნების ვინაობას ასახელებს, ვისაც ჩეხეთმა სანქციები დაუწესა.

ესენი არიან:

ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსი;

ვაჟა სირაძე - საპატრულო პოლიციის უფროსი;

მირზა კეზევაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ხარებას) მოადგილე.

ასევე, ჩეხეთის ელჩის საქართველოში, პეტრ კუბერნატის ცნობით, ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს სანქციები დაუწერა. მან ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე გაავრცელა.

"ჩეხეთის მთავრობამ დღეს დაამტკიცა სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენლის მიმართ გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობის გამო", - წერს კუბერნატი.