ჩეხეთის ელჩი: საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!

ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!

წერს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი X-ზე და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.