ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება

ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, სასწავლო პროცესს 1 დღით აუქმებს.

"გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით.

ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით", - მისწერეს თსუ-დან სტუდენტებსა და ლექტორებს.

ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალა. ტერიტორია სრულად გადაკეტილია.