ბუდანოვი: უკრაინის უახლეს ისტორიაში საეტაპო ბრძოლას ვუახლოვდებით

ბუდანოვი: უკრაინის უახლეს ისტორიაში საეტაპო ბრძოლას ვუახლოვდებით

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა საეტაპო ბრძოლას უახლოვდება.

"მოგვწონს თუ არა, ჩვენ ვუახლოვდებით საეტაპო ბრძოლას უკრაინის უახლეს ისტორიაში. ეს ფაქტია, ეს ყველას ესმის. როდის დაიწყება, ეს საიდუმლოა. მაგრამ ყველას ესმის, რომ ჩვენ ამას ვუახლოვდებით", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინის ბედი თავად უკრაინის ხელშია. მისი აზრით, მოკავშირეები არ შეანელებენ სამხედრო დახმარების მიწოდების ტემპს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა „შეზღუდულ წარმატებას“ მიაღწევს.

"თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს იარაღის მიწოდების ტემპი შეანელოს - ამ ადგილს ვინმე ჩაანაცვლებს. ჩვენ ვარიანტებს ვეძებთ. მაგრამ საბოლოო ჯამში, არ მგონია, ეს მოხდეს", - განაცხადა ბუდანოვმა.