უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება.
ამის შესახებ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აგრესორი სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიციისა და რუსეთ-უკრაინის ომში უახლოესი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
"მათი [რუსეთის შეიარაღებული ძალების] ბოლო მცდელობა, [გაარღვიონ თავდაცვა], უკვე ორი თვეა, ფაქტობრივად, უშედეგოდ გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირაა, ავდიივკასთან ახლოს, ფრონტზე, რუსეთის სამხედრო პერსონალის მსხვერპლი იზრდება", - აღნიშნა მან.
ამასთან, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ყირიმში.