![კოალიცია ცვლილებებისთვის მოქალაქეებს მოუწოდებს, ადმინისტრაციული ჯარიმები გაასაჩივრონ](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/42e2cf2b-86c1-4b6d-b11e-c40097af00f2.png)
ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატოს მთავარი მიზანია "უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში დააყენოს მოლაპარაკებებისათვის".
"უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები არ შედგება," – აღნიშნა ჰილიმ.
მისი თქმით, ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გაკეთდება, რაც მილიარდობით დოლარის ახალი შეიარაღების მიწოდებას მოიცავს.
„ჩვენ გვინდა ხანგრძლივი მშვიდობა და არავითარი დაბრუნება კონფლიქტსა და აგრესიასთან,“ – განაცხადა ჰილიმ და დასძინა: "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი უკრაინას მიღმაც საფრთხეს წარმოადგენს."
იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტრამპის განაცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.