ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, უოლასი უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ, მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მისივე გაჩაღებულ ომში ვერ გაიმარჯვებს და ეს უნდა გააცნობიეროს.

"საერთაშორისო გაერთიანება ამ აგრესიასთან დასაპირისპირებლად უფრო ძლიერი გახდება", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

ამასთან, უოლასი პირობას დებს, რომ პარტნიორები ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნებიან, არა მხოლოდ აგრესიის მოგერიებაში, არამედ ომის შემდგომაც.