ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა ომში ინიციატივა დაკარგეს.
"2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას კონფლიქტში და იძულებულია უკრაინის ქმედებებს უპასუხოს. [რუსეთი] საკუთარი სამხედრო მიზნებისკენ აქტიურად არ მოქმედებს.
რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს შექმნას სარეზერვო ძალები და განათავსოს ისინი იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უკრაინული კონტრშეტევა მოხდება. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ძირს უთხრის იმ ფაქტს, რომ გამოუყენებელი ძალები გაგზავნეს ბახმუტის ირგვლივ ფრონტის ხაზზე არსებული ხარვეზების შესავსებად", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
მანამდე, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების 31-ე ბრიგადის ნაწილები ბახმუტის ფლანგების გასაძლიერებლად განლაგდნენ. ისინი, სავარაუდოდ, სვატოვო-კრემენაიას ტერიტორიიდან გადმოიყვანეს.