ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი ირანული დრონი გაუშვა.
"მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე დრონი Shahed გაუშვა. რუსეთს წარმატებისთვის არ მიუღწევია. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების მინიმუმ 90% გაანეიტრალა.
რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობდა დაედგინა უკრაინული ჯარების ადგილმდებარეობა ფრონტის ხაზზე და მათზე დარტყმა განეხორციელებინა. თუმცა რუსული არმიის დარტყმები შორ მანძილზე არაეფექტურია", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
მაისში, რუსული ძალები უკრაინის რეგიონებს თითქმის ყოველდღე ბომბავდნენ. მათი ერთ-ერთი მთავაზი სამიზნე კიევი იყო, რომელსაც თითქმის ყოველ ღამე სხვადასხვა ტიპის იარაღით უტევდნენ, მათ შორის ირანული დრონებით, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებით.